SMShub-ის გამოყენებისა და მომსახურების წესები და პირობები (მომხმარებელი)
ბოლო განახლება: 23.1.2026
ოპერატორი/კონტროლიორი: შპს Fixgroup (ს/კ 401981744)
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, თამარ მეფის გამზ., N 13/172, ბ. 16
ვებგვერდი: https://smshub.ge
კონტაქტი: [email protected] | +995 555 00 00 00
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენსა („მომხმარებელი“) და კომპანიის შორის („SMShub“).
1. დათანხმება და ხელშეკრულების ძალა
პლატფორმის გამოყენებით და/ან „ვეთანხმები“-ს მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ წესებს, გესმით მათი შინაარსი და ეთანხმებით მათ.
ამ წესების განუყოფელი ნაწილია: (ა) SMShub-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა; (ბ) SMShub-ის ბონუსის/სარგებლის პროგრამის წესები; (გ) ქუქიების პოლიტიკა (თუ მოქმედებს).
თუ არ ეთანხმებით წესებს ან მათ რომელიმე დანართს, გთხოვთ არ გამოიყენოთ პლატფორმა.
2. სერვისის აღწერა
SMShub არის მარკეტპლეისი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მათი წინასწარი თანხმობის საფუძველზე მიიღონ მარკეტინგული/სარეკლამო SMS შეტყობინებები სხვადასხვა კომპანიებისგან მათ მიერ არჩეული კატეგორიების ფარგლებში.
SMShub კომპანიებს აძლევს ტექნიკურ საშუალებას, პლატფორმის გამოყენებით გააგზავნონ მარკეტინგული SMS შეტყობინებები მხოლოდ იმ მომხმარებლებთან, ვისაც აქვს გაცემული შესაბამისი თანხმობა.
SMShub შესაძლოა მოიცავდეს სარგებლის/ბონუსის პროგრამას, რომელიც არის არამონეტარული და გამოიყენება მხოლოდ ფასდაკლების სახით პარტნიორ შეთავაზებებზე.
3. რეგისტრაცია და პროფილი
რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, დაბადების თარიღს, საცხოვრებელ ქალაქს და უბანს, ასევე ირჩევს კატეგორიებს.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ მითითებული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მას და წარმოდგენილი მონაცემები არის ზუსტი.
კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს ანტიფროდ/უსაფრთხოების მექანიზმები (მათ შორის დუბლ-ანგარიშების აღმოჩენა, საეჭვო აქტივობის შეზღუდვა).
4. პირდაპირი მარკეტინგი და თანხმობა
მარკეტინგული SMS შეტყობინებების მიღება ხდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი, ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
დამატებითი მონაცემების (მაგ.: დაბადების თარიღი, ქალაქი/უბანი, დაკლიკების სტატუსი) გამოყენება შეთავაზებების პერსონალიზაციის/სეგმენტაციის მიზნით ხორციელდება მხოლოდ ცალკე (ელექტრონული) წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
კომპანია ინახავს opt-in/opt-out მტკიცებულებებს კანონით დასაშვებ ფარგლებში.
5. უარი SMS-ებზე (STOP/NO) და „NO კოდი“
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს თქვას უარი ყველა მარკეტინგულ SMS შეტყობინებაზე SMS-ზე პასუხით „STOP“ ან „NO“ ან პროფილიდან შესაბამისი ფუნქციონალით.
მომხმარებელს შეუძლია თქვას უარი კონკრეტული კომპანიის შეტყობინებებზე SMS-ზე პასუხით „NO {კოდი}“ (კოდი მითითებულია შეტყობინებაში).
opt-out მოთხოვნის მიღების შემდეგ კომპანია შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
თუ მომხმარებელი გააგზავნის „NO {კოდი}“-ს, ამ კომპანიის შეტყობინებებზე სარგებელი/ბონუსი აღარ დარიცხდება.
თუ მომხმარებელი გააგზავნის „STOP/NO“-ს (სრული გამორთვა), კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ბონუსის პროგრამაში მონაწილეობა და გააუქმოს დაუხარჯავი სარგებელი „ბონუსის წესების“ შესაბამისად, რადგან პროგრამა ეფუძნება აქტიურ გამოწერას.
6. სარგებელი/ბონუსი (არამონეტარული) და გამოყენება
SMShub-ის ფარგლებში დარიცხული სარგებელი/ბალანსი/ქულა/„ლარი“ არის არამონეტარული ნომინალური ერთეული და არ წარმოადგენს ფულს/ელექტრონულ ფულს/კრედიტს.
სარგებელი ვერ განაღდება, ვერ გადაირიცხება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე, ვერ გაიცემა ნაღდი ფულით, ვერ გადაეცემა მესამე პირს და ვერ მოითხოვება როგორც ფულადი დავალიანება.
სარგებელი გამოიყენება მხოლოდ ფასდაკლების სახით SMShub-ის პარტნიორ შეთავაზებებზე. საწყის ეტაპზე პარტნიორ შეთავაზებებს მასპინძლობს Bookinghub პლატფორმა.
კომპანია უფლებამოსილია განსაზღვროს თითო შეთავაზებაზე სარგებლის გამოყენების მაქსიმალური ოდენობა (მაგ.: 80 ლარის შეთავაზებაზე მაქს. 5 ლარის ფასდაკლება).
სარგებლის გამოყენება/ტრანსფერი პარტნიორ პლატფორმაზე ხდება მომხმარებლის მიერ SMShub-ის პანელიდან/პროფილიდან.
7. სარგებლის დარიცხვა, კორექცია და ნულირება
სარგებლის დარიცხვის ფორმულა და ლიმიტები განსაზღვრულია „ბონუსის წესებით“ და პლატფორმაზე ნაჩვენები პირობებით.
კომპანია უფლებამოსილია დროებით შეჩეროს დარიცხვა (პროვიზორული დარიცხვა) თაღლითობის/დუბლირების/ტექნიკური ხარვეზის შემოწმების მიზნით.
კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს სარგებლის კორექცია ან გაუქმება (მათ შორის ნულირება), თუ: (ა) გამოვლინდა თაღლითობა/წესების დარღვევა; (ბ) ნომერი/ანგარიში არ ეკუთვნის მომხმარებელს; (გ) დარიცხვა ტექნიკური შეცდომით მოხდა; (დ) მომხმარებელმა სრულად გამორთო მარკეტინგი; (ე) აუცილებელია კანონით/მარეგულირებლის მოთხოვნით.
კატეგორიების მოხსნის ან თანხმობის მოცულობის შემცირების შემთხვევაში, მომავალი დარიცხვა იცვლება შემცირებული პირობებით.
8. ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა
კომპანია უფლებამოსილია დროებით ან მუდმივად შეზღუდოს ან დაბლოკოს ანგარიში წესების დარღვევის, უსაფრთხოების/ფროდის რისკის ან კანონის მოთხოვნის შემთხვევაში.
ბლოკირებისას შეიძლება შეჩერდეს სარგებლის დარიცხვა და/ან ტრანსფერის შესაძლებლობა.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია არ აგებს პასუხს სატელეკომ ოპერატორების/ქსელების შეფერხებაზე, SMS მიწოდების დაგვიანებაზე ან მესამე მხარის ინფრასტრუქტურით გამოწვეულ ხარვეზებზე.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი რეკლამის დამკვეთი კომპანიების შეთავაზებების შესრულებაზე; პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის კომპანიას.
ნებისმიერი შეზღუდვა მოქმედებს კანონით დასაშვებ მაქსიმალურ ფარგლებში.
10. პირობების ცვლილება
კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წესები. ცვლილებები გამოქვეყნდება პლატფორმაზე „ბოლო განახლების“ თარიღით.
არსებითი ცვლილებების შემთხვევაში პლატფორმამ შეიძლება მოგთხოვოთ ხელახალი დათანხმება.
11. ხელშეკრულების/თანხმობების გადაცემა და სამართალმემკვიდრეობა
მომხმარებელი თანხმდება, რომ შპს Fixgroup-ს უფლება აქვს გადასცეს/გადაანაცვლოს ამ წესებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები სამართალმემკვიდრეს ან დაკავშირებულ კომპანიას (ახალი ოპერატორი/კონტროლიორი).
ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის მონაცემები და გაცემული თანხმობები გაგრძელდება დამუშავდეს იგივე მიზნებით და არსებითად იგივე პირობებით; მომხმარებელი იქნება ინფორმირებული ოპერატორის/კონტროლერის ცვლილების შესახებ.
გადაცემა შესაძლებელია, მათ შორის, მომავალში დაფუძნებულ/მოქმედ შპს „SMShub“-ზე (ს/კ: რეგისტრაციის შემდეგ), Fixgroup-ის ნაცვლად.
თუ ცვლილება გამოიწვევს დამუშავების პირობების არსებით ცვლილებას, განხორციელდება დამატებითი ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში თანხმობის ხელახალი მიღება.
12. მოქმედი სამართალი და დავები
წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავა წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლო წესით.
დანართი 1. ანგარიშის დახურვის პროცედურა
ანგარიშის დახურვა შესაძლებელია პროფილიდან „ანგარიშის დახურვა“ ფუნქციით ან წერილობითი მოთხოვნით.
ანგარიშის დახურვის შემდეგ მონაცემთა დამუშავება შეწყდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი შენახვა აუცილებელია კანონით ან დავის/ფროდის მიზნებისთვის (იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა).