SMShub-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (პერსონალური მონაცემების დამუშავება)

ბოლო განახლება: 23.1.2026

ოპერატორი/კონტროლიორი: შპს Fixgroup (ს/კ 401981744)

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, თამარ მეფის გამზ., N 13/172, ბ. 16

ვებგვერდი: https://smshub.ge

კონტაქტი: [email protected] | +995 555 00 00 00

წინამდებარე პოლიტიკა აღწერს, როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს SMShub სერვისის ფარგლებში.

1. რა მონაცემებს ვამუშავებთ

იდენტიფიკაცია/კონტაქტი: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, (სურვილისამებრ) ელ-ფოსტა.

დამატებითი პროფილი: დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ქალაქი და უბანი.

პრეფერენციები: არჩეული კატეგორიები, opt-in/opt-out სტატუსი, NO/STOP/NO {კოდი} ისტორია.

კამპანიების/მიწოდების ლოგები: კამპანიის იდ, მიწოდების სტატუსი, დარიცხვები/კორექციები.

ანალიტიკა (თუ ჩართულია): ბმულზე დაკლიკება და აგრეგირებული/ფსევდონიმიზირებული სტატისტიკა.

2. დამუშავების მიზნები

ანგარიშის შექმნა და პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მარკეტინგული SMS შეტყობინებების მიწოდება მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე.

ბონუსის/სარგებლის პროგრამის მართვა და ფასდაკლებების გამოყენების შესაძლებლობა პარტნიორ შეთავაზებებზე (მაგ.: Bookinghub).

უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია, სისტემის გაუმჯობესება.

საჩივრებზე/პრეტენზიებზე რეაგირება და დავების მართვა.

კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

3. სამართლებრივი საფუძვლები

თანხმობა — პირდაპირი მარკეტინგი SMS-ით და პერსონალიზაცია/სეგმენტაცია (სადაც საჭიროა).

ხელშეკრულების შესრულება — პლატფორმის ფუნქციონირება და ბონუსის პროგრამის ადმინისტრირება.

ლეგიტიმური ინტერესი — უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია, სერვისის გაუმჯობესება.

კანონისმიერი ვალდებულება — სადაც შესაბამისი ნორმა გვაკისრებს მონაცემთა დამუშავებას/შენახვას.

4. opt-out (STOP/NO) და თანხმობის გამოხმობა

ყველა მარკეტინგზე უარი: SMS პასუხით „STOP“ ან „NO“ ან პროფილიდან.

კონკრეტულ კომპანიაზე უარი: SMS პასუხით „NO {კოდი}“ (კოდი მითითებულია შეტყობინებაში).

მოთხოვნის შესრულება: გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

5. გადავცემთ თუ არა მონაცემებს კომპანიებს?

ჩვენ არ ვყიდით მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.

სტანდარტულად, რეკლამის დამკვეთ კომპანიებს არ ვუზიარებთ მომხმარებლის ტელეფონის ნომერს/სახელს; შეტყობინება იგზავნება SMShub ინფრასტრუქტურით.

კომპანიებს შეიძლება მიეწოდოს აგრეგირებული და/ან ფსევდონიმიზირებული სტატისტიკა (მაგ.: მიწოდება, opt-out, დაკლიკებები), რომელიც არ იძლევა მომხმარებლის პირდაპირ იდენტიფიკაციას.

პარტნიორ შეთავაზებებზე ფასდაკლების გამოყენების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი მონაცემი შესაბამის პარტნიორ პლატფორმას.

6. სუბდამმუშავებლები (პროცესორები)

ჩვენ შეიძლება ვიყენებდეთ მესამე მხარის მომსახურებებს: ჰოსტინგი/ქლაუდი, SMS გეითვეი, ანალიტიკა. ყველა ასეთი პირი იღებს წვდომას მხოლოდ საჭირო მოცულობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით.

7. შენახვის ვადები

ანგარიშის მონაცემები — აქტიური სარგებლობის პერიოდში.

opt-in/opt-out მტკიცებულებები — მარკეტინგის პერიოდში და დამატებით მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

დავის/ფროდის შემთხვევაში — დავის დასრულებამდე.

კანონით დადგენილი ვალდებულების შემთხვევაში — შესაბამისი ვადით.

8. თქვენი უფლებები

ინფორმაციის მიღება მონაცემთა დამუშავების შესახებ; მონაცემებზე წვდომა და ასლი.

გასწორება/განახლება; წაშლა/შეზღუდვა კანონით დასაშვებ შემთხვევებში.

თანხმობის გამოხმობა პირდაპირ მარკეტინგზე (STOP/NO).

საჩივრის შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში და/ან სასამართლოში.

მოთხოვნების წარსადგენად მოგვმართეთ: [email protected]

9. უსაფრთხოება

ვიყენებთ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს: წვდომების კონტროლი, ავტორიზაცია, ლოგირება, მონაცემთა მინიმიზაცია, ინციდენტებზე რეაგირება.

10. კონტროლერის ცვლილება/რეორგანიზაცია

რეორგანიზაციის, ბიზნესის გადაცემის ან ჯგუფური სტრუქტურის ცვლილების შემთხვევაში შესაძლებელია პლატფორმის ოპერატორის/კონტროლერის ცვლილება.

მომხმარებლის მონაცემები შეიძლება გადაეცეს ახალ კონტროლერს მხოლოდ აუცილებელი მოცულობით პლატფორმის საქმიანობის გასაგრძელებლად და მომხმარებელი იქნება ინფორმირებული.

კონტროლერის ცვლილება შესაძლებელია, მათ შორის, შპს „SMShub“-ზე (ს/კ: რეგისტრაციის შემდეგ), რომელიც შეიძლება გახდეს პლატფორმის ოპერატორი Fixgroup-ის ნაცვლად; პირობები არსებითად იგივე დარჩება.

11. პოლიტიკის განახლება

პოლიტიკა შეიძლება განახლდეს საჭიროებისამებრ. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება პლატფორმაზე „ბოლო განახლების“ თარიღით.